-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით, ,,ღია მეცნიერების“ კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ბსუ-ს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
-ღონისძიებაზე კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა გაწეული საქმიანობისა და მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს.

-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტსა და ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტს კვლევებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
-აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების მეცნიერ-თანამშრომლები: ნუნუ კუტალაძე, დარეჯან ჩიქოვანი, ავთანდილ მესხიძე და ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ნანული ნოღაიდელი დააჯილდოეს.

-ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა მეცნიერები შემდეგ ნომინაციებში დააჯილდოვა:
-მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევისთვის – ნოდარ კახიძე;
-ევროპულ საგრანტო პროექტში აქტიური ჩართულობისათვის: ზოია სიხარულიძე, იზოლდა მაჭუტაძე, რუსლან ბარამიძე, სულხან მამულაძე;
-ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის: ირინე ვარშალომიძე, ლია ქოიავა, მერაბ არძენაძე, ნელი ხალვაში, ციალა ნარაკიძე;

-საუნივერსიტეტო საგრანტო პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის: ოლეგ ჯიბაშვილი, მარიამ მეტრეველი, დალი ქამადაძე, ელზა ფუტკარაძე;

-მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის: ნარგიზ ახვლედიანი, მაკა მურადაშვილი;
-დოქტორანტების წარმატებული ხელმძღვანელობისათვის: მარიამ მეტრეველი, გალინა მეფარიშვილი, ალეკო კალანდია;

-მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის: თამილა ლომთათიძე, ნინო კიკნაძე, რუსლან დავითაძე, მაია ჭიჭილეიშვილი, ირაკლი მიქელაძე, ნაილა ჩელებაძე;
-შავი ზღვის კვლევებში მიღწეული შედეგებისათვის: რეზო გორაძე, ნინო კიკნაძე;

-საუკეთესო სამეცნიერო ლაბორატორიის შექმნისათვის: გალინა მეფარიშვილი, ალეკო კალანდია, ზურაბ მიქელაძე, რაულ გოცირიძე, გურამ პაპუნიძე;
-ციტირებადი პუბლიკაციებისათვის: იზოლდა მაჭუტაძე, ზოია სიხარულიძე, ქეთინო ნაცარიშვილი, ალეკო კალანდია;

-წარმატებული სამეცნიერო და ადმინისტრაციული საქმიანობისათვის: გურამ პაპუნიძე , ნინო მხეიძე, როინ მალაყმაძე.

-ქალბატონმა მაიამ მეცნიერ-თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, უსურვა წარმატება სამეცნიერო საქმიანობაში და აღნიშნა აჭარის მთავრობის მუდმივი მზაობა იმისათვის, რომ ყველა ის მიმართულება რომელიც მნიშვნელოვანია ახალი სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის იყოს უფრო მეტად ხელმისაწვდომი მეცნიერებისთვის და მისცეს მათ ახალი სიტყვის თქმის შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე.





























