გიორგი კეკელიძე, შალვა რამიშვილი, ნეტა ვინ არის შემდეგი?
ეს რამე ახალი ტენდენციაა? გუშინ მაია ასათიანის პოსტი ვნახე, ისიც ვიღაცას ადებდა ხელს, ყველას ეხლა, რომ გაგახსენდათ, სად იყავით აქამდე ქალებოო?
თუ ახალი გასართობი შემოგვიგდეთ, რომ არ ვიფიქროთ: გაჭირვებაზე, შიმშილზე, უწამლობაზე, ისეთი ფასი ადევს წამლებს, ჩვენ მოკვდავნი ვერ ვყიდულობთ, დაბალ პენსიებზე, რომელიც მოხუცს არაფერში არ ყოფნის, სამარცხვინო ხელფასებზე, 600 ლარად, რომ აპახავებთ ხალხს მარკეტებში კონსულტანტებად, პროდუქტებს ისეთი ფასი დაადეთ, მაგ ხელფასებს ერთი 0 კიდე უნდა დაუმატოთ, რომ შევწვდეთ ყიდვას, უნიჭიერესი ახალგაზრდები მასიურად გარბიან საზღვარგარეთ სასწავლებლად, იმიტომ, რომ აქ, განათლების სისტემა, ნოლზეა დასული და ვერანაირ მომავალს ვერ ხედავენ და უკან აღარც ბრუნდებიან, ემიგრანტების რაოდენობა 1 მილიონს ასცდა უკვე, ხალხი ცხოველებს დაამსგავსეთ, მარტო ჭამაზე ფიქრობენ, თავი, როგორ გაიტანონ თვიდან თვემდე,გავიწყდებათ, რომ ამ ხალხს სულიერი საზრდოც სჭირდება: თეატრი, კინო, კონცერტი, ბავშვები დამახინჯებული სკოლების გარდა, უსახსრობის გამო, ვერც სპორტზე და ვერც, რაიმე წრეზე ვერ დადიან, ჯანდაცვა ნოლს ქვემოთ, გახსნი ფეისბუქს და ამოყრის პოსტებს, ბავშვები უექიმოდ და უწამლოდ, როგორ იხოცებიან, ისევ ჩვენ, ეს გაჭირვებული ხალხი ვიმეტებთ 1 ან 2 ლარს, თქვენ? თქვენ რას აკეთებთ? ქუჩაში გასვლა გვეზარება უკვე, ეს უაზროდ დახაზული გზები, არანორმალური საცობი, ავტობუსზე და მეტროზე აღარაფერს ვამბობ, ცალ ფეხზე დგას ხალხი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, თქვენ რას გვიკეთებთ რას? ქოცებიც, ნაცებიც თუ ვინც ხართ, მარტო იჯიბავთ ბიძინას, თუ გაურკვეველი გრანტების ფულებს, ცხვირწინ, უსირცხვილოდ გვიფრიალებთ გიული ალასანიას ქონებებს, ჩამოართვით თქვენც 1 ლარად, ისინი, ხომ ასე აკეთებდნენ, სად არის ოპოზიცია, რატომ ერთხელ არ გამოხვედით და არ მოაწყვეთ ამ პრობლემებზე, საპროტესტო აქციები, მაგრამ ყველანი გასვრილები ხართ და ვერ ბედავთ, ეს ქვეყანა, მამათქვენის დატოვებული საკუთრება გგონიათ, ხალხი კი ცხვრის ფარა, მაგრამ, ხომ გაგიგიათ ” ცხვარი ცხვარია, თუ გამწარდა ცხარეაო” ისე ნუ იზამთ, თქვენც მიშას მიუჯდეთ გვერძე, “დრონი მეფობენ და არა მეფენი”
































