ერთმა ქართველმა ნიკომ,
გურგანიდან პონტომდე რკინიგზა და ნავსადგურის ქალაქის შენება არჩია.
მეორე ქართველმა დავითმა,
კავკასიის მთავარ ქალაქებში შვილობილი კომპანიები დააარსა და დივიდენდების სკივრად თბილისი არჩია.
მესამე ქართველმა აკაკიმ,
ირანში სარკინიგზო, თურქეთში საბანკო და ბაქოში სანავთობო საქმეები არჩია.
ბალკანეთის, ლაპის ლაზულის, ლევანტის და გალფის ქვეყნებისთვის საქართველო კარიბჭე ხდებოდა და დღეს საქართველო იქნებოდა:
დასავლეთ აზიისთვის პარიზი (თბილისის აეროპორტი),
ცენტრალური აზიისთვის როტერდამი (ანაკლიის საზღვაო პორტი) და
აღმოსავლეთი აზიისთვის დუისბურგი (ახალქალაქის მშრალი პორტი).
და დღეს ერთი საშუალო ქართველი წლიური შემოსავლით, ერთ საშუალო ლუქსემბურგელს და საშუალო სინგაპურელს, ორივეს ერთად აღებულთ, ორჯერ ჩამოიტოვებდა… მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა, რადგან ერთ, ეგრეთ წოდებულ ქართველს, მეორე ეგრეთ წოდებულმა ქართველმა მოსკოვიდან დეპეშა გამოუგზავნა.
მენტალურად გამოსაბჭოებულმა საზოგადოებამ კი ჯერ ვერც ნიკო, ვერც დავითი და ვერც აკაკი დღემდე ვერ დაბადა. და თუ დაიბადება, წითელი ნომენკლატურა მას აკვანშივე მოკლავს.


























