გზა
ზოგი გზა უფრო მძიმეა,
ზოგი სიმჩატით სავსეა,
ერთი გზა არ მაქვს, რაც გავჩნდი,
რაც დავიბადე, ასეა.
ზოგ გზას ზღვის პირას მივყავარ,
ზოგსაც უღრან ტყის გულამდე,
ზოგი უფსკრულთან დამტოვებს,
ზოგი მდევს დასასრულამდე.
ვერ დავადექი იმედებს,
გზას ხეივნად რომ მიჰყვება,
ხან მზეა, ხან გამიმეტებს,
იმ გზისთვის, სადაც რიყეა.
რა უცნაურად ამინდობს,
ღმერთო ,რომ ვცოცხლობ ,შემინდე,
როცა მგონია, დამითბა,
ცავ ქოლგა გამაშლევინე.
ზოგი გზა უცებ მთავრდება,
ზოგიც მიგიძღვის ედემში,
ზოგი შეგრჩება სულ მარტოს,
იმედით დაცლილ ხელებში.
და მაინც გზაა, რას იზამ,
უნდა იარო სადამდეც,
თუ გაგიმართლა, მგზავრი გყავს,
თუ არა, ივლი დაღლამდე.





























