ეს კიდევ ერთი ლამაზი დღეა “მზის თეატრში”. შემოქმედებითი საზოგადოება ამჯერად ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ინტელიგენტთა გამორჩეულ საზოგადოებას მასპინძლობდა.
მიუხედავად აგვისტოს თვისა, მაინც შევძელით…
კარგ საქმეს სეზინი და დრო არ აქვს.
ამჯერად კიდევ ერთი თურქეთელი ქართველი, პოეტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საქმის ერთერთი მესვეური თურქეთში, “ქართული ენის ცენტრის” დამფუძნებელი სტამბოლში ბატონი Eşref Yılmaz – გოდერძი მახარაძე იყო.

ჩემი უძვირფასესი ქართველი, მეგობარი, პიროვნება ….
პარასკებ ღამით მომწერა. ხვლ საღამოს ქუთაისში ვიქნებით მე და ჩემი დეიდაშვილი ალიო.
ჰოოოდა, როგორც ჩვენი უძვირფასესი ადამიანი, ქუთაისს და ადამიანებს რომ გვამშვენებს, ისეთი მეგობარი იტყვის ხოლმე ჩემზე ” ნათია არც თვითონ ისვენებს და არც ჩვენ გვასვებებსო” ,ასე რომ იმ ღამითაც აგვიხდა ეს სიყვარულით ნათქვამი სიტყვები და პირველი ვისაც დავურეკე სწორედ ამ ფრაზის ავტორი იყო, Omar Nishnianidze , იქნებ თქვენს ლამაზ სასტუმრიში მოვასვენით ჩვენი ძვირფასი სტუმრებითქო. უღალატოდ დამიდგა გვერდით და ისტუმრა ჩვენი საყვარელი ქართველები.
მერე ისევ არ მიფიქრია, რომ უკვე ღამეა და ადამიანებს მოსვებება სჭირდებათ, ახლა ჩვენი ქალაქის ულამაზესი ბოტანიკური ბაღი თუ გახდის ორიგინალურს სტუმრებთან შეხვედრას, ჰოდა ასევე ჩემი უძვირფასესი მეგობარი, პოეტი Vakhtang Akhobadze არ მოვასვენე, იქნებ მომიგვაროთ დირექტორთან, ბატონ თემურ ჩეჩელაშვილთან საქმეთქოო, ჰოდა, დილით უკვე თანხმობამაც არ დააგვიანა.
ახლა შაბათია, დასვენების და შვებულებების სეზონი, მაშინ, როცა სამყარო ისვებებს, მე არ ვაძლევ დასვებების საშუალებას, ყველა საორგანიზაციო საკითხი დაუღალავად და უპრობლემოდ უნდა მოვაგვარო… (ეს ჩემი საქმისადმი განწყობაა მუდმივად).
ღმერთმა არ მომცა შესანახი მილიონები, მაგრამ, უმდიდრესი ვარ მისგან ნაბოძები ადამიანებით, მეგობრებით, რომლებიც შევაწუხე თუ არა, გვერდით დამიდგნენ და გამიმარტივეს საქმე.
ქალბატონი ელეონორა არჩაია ცალკე აღნიშვნის თემაა, მუდმივი მხარდამჭერი და საქმის ადამიანი, მადლობა მის “ბარაქას” და ბარაქალა მართლაც.
მთავარი სპონსორობა ჩემმა საუკეთესო ადამიანმა Data Tchitanava -მ სურვილისამებრ გასწია და თბილისიდან გვესტუმრა კიდეც..
არ შემიძლია განსაკუთრებულად არ აღვნიშნო ჩვენი ქალაქის ღირსეული შვილი, ახალგაზრდა ქალბატონი, ჩემი უძვირფასესი მეგობარი Tinatin Adeishvili ,რომელიც ემიგრაციიდან ახლახანს დაბრუნებული შემოუერთდა შვილებთან ერთად ჩვენს ამ ზეიმს ყველა შესაძლებლობით და საჩუქრებით სტუმრისადმი.
მოკლედ, გგონიათ ყველაფერი ვთქვი? არა ჩვენს შეხვედრას ნამდვილი ერისკაცები ამშვენებდნენ, ადამიანები, რომლებმაც თავიანთი საუნივერსიტეტო მოღვაწეობით უამრავი ნიჭიერი თაობა მისცეს ერს. პროფესორები Omar Gvetadze და იმ დღის იუბილარი ბატონი Avtandil Nikoleishvili .
მოკლედ საოცარი საღამო შედგა, შუა ღონისძიებას შემოუერთდა ჩვენი უძვირფასესი ქუთათური, ქართველი და მუდამ ქვეყნის და ქალაქის კეთილდღეობაზე დაუღალავად მებრძოლი ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი . ეს მოულოდნელობა ტაშის გუგუნმა გაალამაზა. ადამიანი რომელიც ყიველთვის იქ არის, სადაც ერის გულისცემის ხმა ისმის.
დიახ აქ ჩვენი ერის, წარსულისა და აწმყოს შეხვედრა იყო ბატონ Goderzi Maxaradze Goderzi Maxaradze -სთან შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სწორედ იგივე შინაარსით დატვირთული მისი საავტორო ,ორენოვანი წიგნი “ილიას კვალზე”. მოვისმინეთ მისი ლექსები თარგმნილი ბატონ ომარ გვეტაძის მიერ, რომელიც შევიდა უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ანთოლოგიაში, რომელიც ბატონმა ავთანდილმა წარადგინა.
სტუმართა შორის ბატონი გოდერძი ერთმა ფაქტმა აღაფრთოვანა, იმან, რომ ახალგაზრდა თაობა ესწრებოდა ამ დაუვიწყარ , მნიშვნელოვან შეხვედრას და ეს იყო ჩემი უძვირფასესი და ძალიან ნიჭიერი ბიჭი, პოეზიის თაყვანისმცემელი ბესო თოდრაძე ბესო თია , რომელიც მშობლებთან და დაიკოსთან ერთად გურიიდან გვესტუმეა. ძალიან ლამაზი და სრულყოფილი ვერ გამოვიდიდა საღამო ჩემი მეგობრის, პროფესორ და იტალიოლოგ Gaga Shotadze მიერ ფლეიტაზე შესრულებული “შენ ხარ ვენახი”- ს გარეშე. ყველაფერ ამას დიდი მნიშვნელობა და სიყვარული აქვს ჩვენი ქართველობისთვის.
მადლობა თითოეულ სტუმარს და გვერდით მდგომ ადამიანს, ვისითაც ვარ მდიდარიც და დაუღლელიც ჩემი ერის სიყვარულში.
მადლობა დამსწრე საზოგადოებას, რომლებმაც სიყვარული გაატანეს ჩვენს სტუმრებს.
ბატონ ეშრეფ ლმაზს, (გოდერძი მახარაძეს ) და ჩვენს ძვირფას სტუმარს ბატონ ალის ,რომელიც დათა ჭითანავამ #ალექსანდრედ მონათლა, სხვაგვარად ვერ დავხვდებოდი.
მე, ნათია ჯიმშელეიშვილი, მინდა თქვენი სიყვატულით ვიყო ადამიანი.
აქვე მადლობა ჩემს შვილებს, მათე და ბარბარე ადეიშვილებს.
… და ბოლის ყველაფერ ამისთვის მადლობა უფალს


































