გალაკტიონთან ფოტოს ვიღებდი.
უცებ სიმონ ჩიქოვანი დავინახე და დავუძახე:
- ბატონო სიმონ, თუ შეიძლება, ჩვენთან ერთად…
ამის გაგონებაზე გალაკტიონი გაიქცა.
ეტყობა, გაიფიქრა, თუ ჩემთან გინდოდა გადაღება, გადაგეღო, თუ ჩიქოვანთან გადაღებაც გაკმაყოფილებს, ჩემთან რა გინდაო…
/რეზო თაბუკაშვილი/
არადა… უფრო მარტივადაც შეიძლება ახსნა:
გალაკტიონს სიმონ ჩიქოვანთან შეხვედრა არ უნდოდა მიზეზთა გამო
ამ ფოტოზე ვინ გეცნობათ? გარდა გალაკტიონისა





























