დღეს შვილი გოგოების დღე ყოფილა )🍁..
გილოცავთ 💫🍁
ოცდამეერთე საუკუნე ნოემბრის 20
დღემდე ყოველდღე მახსენდება რა მოხდა
მაშინ,
შენი წასვლიდან სახლში ხმები
ისმოდა ლოცვის,
თუმცა არასდროს გამიგია შენი ხმა სახლში.
დღეს კი შენივე ქვეყანაში
აქერონს აქეთ,
გაყიდულია
მიწაც,
რწმენაც,
ენაც,
და სულიც.
დიდი ცირკია ყველაფერი და ჩემი საქმე,
როგორ იქნება მისახვედრად არ არის რთული.
ვფიქრობ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს
თვალში თანაც,
მაქვს უცნაური ხასიათი,
ცხოვრება,
სიტყვა,
თქვეს გოგოები უმეტესად რომ მამებს გვანან,
და მეც თუ რამე ჩავიფიქრე
ბოლომდე მიმყავს.
სამწუხაროა
როცა ვფიქრობ,
იქნებ არც ღირდა,
ეგ თავგანწირვა
მხოლოდ ჩემთვის თუ ნიშნავს რამეს,
მე კი მერჩივნა რომ ჩემს გვერდით მყოლოდი ვიდრე,
ჩამსახლებოდა თვალებში ღამე.




























