ლუსტრაცია
ჭაღი ქვია თუ ლუსტრა
ამ ეტაპისტთვის ულტრაააა უმნიშვნელოა…
მთავარია რომ ლუსტრაააცია გვაქვს ხელისგულზე
და გული მწყდება
არა მათზე,
არამედ ჩემზე…
ჭაღი ქვია თუ ლუსტრა…
ნურიგელის თუ კუს ტბა,
ჭაობი არის ჭუჭყი
ჭუჭყს კი დაბანა უნდა…
გყავდეთ გულებთან სვავი
ბროშად , თუ გნებავთ ძეწკვად,
ვაი, მას, ვინც ვერ გიცნოთ,
უი- ვინც გამოერკვა…
დაიდგით ღვინის ჭიქა,
რვაში დატოვეთ ერთი,
დაე გაგიწყრეთ ჭინკა,
ნუ გაგიწყრებათ ღმერთი…
ვაი, რომ ზოგჯერ ჭინკებს
მეტადრე უფრო ესმით,
ვის წყევლას ახლავს მადლი…
ვის ლოცვას გველის გესლი…
ჭაღი ქვია თუ ლუსტრა
ამ ეტაპისთვის ულტრაააა უმნიშვნელოა…
მთავარია რომ ლუსტრაააცია გვაქვს ხელის გულზე
და გული მწყდება
არა მათზე ,
არამედ ჩემზე….





























