მაჭახლელო!
გულში ჩაიხედე,
თუ ჯერ კიდევ ძგერს და
ჯერ არ გაგლევია, მაჭახლელო,
ვიცი გიდარდია,
სხვაზეც გარჯილხარ თუმც,
გეტყვი, პირდაპირ რომ- სანახევროდ!
ვალის მოსახდელად,
ხალხის დასანახად,
ზოგჯერ ტყავიდანაც გამომძვრალხარ,
მე თუ ვერ მიგიხვდი,
სხვა თუ არც ეცადა,
შენ ხომ მაინც იცი, რა კაციც ხარ?
ღელე-ღურდანივით ასჯელ დაგრეხილო,
მინდა, ტკივილამდე გაგახელო-
ისლამს გაემიჯნე,
თათარს გაუმკვლავდი,
თავს ვერ მოერიე, მაჭახლელო.
რომ არ მიყვარდე და რომ არ მატოკებდე,
გეტყვი, საპირფერო არაკებსაც,
მაგრამ სად დავმალო,
როგორ დავეფარო,
ჩემი ჯიშისა და მოდგმის არაკაცებს?
ძმა ძმის მოშურნე და დიდის დამნახველი
ხე-ტყის ამჩეხველიც სახეზეა,
ერთი თოფი გვაქვს და ის ვერ გავიყავით,
ალბათ ესეც ერთი ჩვენი ზნეა…
ვიღაც ნაოხრალმა,
უკან მომაძახა,
თითქოს დამახალა ზურგში ტყვია-
თოფი ერთმანეთის კვლისთვის შექმენითო,
მტერთან საომრადო, რას მიქვია? …
ვიცი, გაწყენინეთ,
თუმცა, არც მიცდია,
სულ სხვა მეწვოდა და მჯგლემდა,
თუ რამ წაგეკარათ,
თუ რამ გეხამუშათ,
და ვერ გამოფხიზლდით, ჩემდა
თავად დამწერელი ამის აღარავარ,
აღარც წამკითხველი, აწი…
მიდით, გააგრძელეთ,
სული ჩაიბრუნეთ,
თქვენი სიმართლისკენ გასწით!!!
მ.სალვარიძე
- 06.2017 წელი
P.S.ჯერ კიდევ, ზაქარია ჭიჭინაძე წერდა, აუგს მაჭახელელებზე…
,,მოყვარეს პირში უძახე, მტერს პირს უკანაო.“
ყველა ჯერზე ვრწმუნდები, რომ ამ ლექსის დაწერისას, არაფერი გადამიჭარბებია, პირიქით- საკმაოდ თავშეკავებული ვიყავი. 🙁
უპირველესად, ყველაზე უვარგისი მე ვარ ჩემი ოჯახის თამადობით. (ყველაფერს ვიწყებ ჩემით !!! )
და თუ ვინმეს ეს არ გეხებათ, გაატარეთ.
იმედია, ოდესმე ჩვენც გავიზრდებით და ავმაღლდებით თქვენამდე 😏 ან დავეცემით (?!) თუ როგორაა, არ ვიცი…
გაგვიმარჯოს!





























