
ბილწსიტყვაობა, რაც მოგვეცხო ორსაუკუნოვანი მონობიდან, მით უფრო საშიშია, რაც უფრო და უფრო ჩვეულებრივდება და საზოგადოებაში, საჯარო სივრცეში იმკვიდრებს თავს. ალექსანდრე ორბელიანი (თეკლა ბატონიშვილის ვაჟი, ერეკლე მეფის შვილიშვილი) წერს, საქართველოში არათუ გინება არ ისმოდა არსად, მიმართვა “შე ასეთო და ისეთოო” დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა და მისი ჩამორეცხვა სისხლით ხდებოდაო.
ერთმანეთის ღირსებას თუ არ გავუფრთხილდით და ერთმანეთის თავმოყვარეობა არ დავინდეთ, (სიყვარულს თავი დავანებოთ, დიდი ხანია ქართველებს ერთმანეთი არ გვიყვარს) პატივს არავინ არ გვცემს, სასაცილო გავხდებით მტრისა და მოყვარის თვალში. ყველა ყველა და სასაცილო, შესაბრალი ერი ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ. ეს გვინდა?
დიდმარხვის დღეებში ეს მინდოდა დამეწერა. ვფიქრობ საკმარისია.




























