Makvala Kharebava
ALAÇATI
ALAÇATI. 🎯ალაჩათი – თურქეთის პატარა ზღაპრული დაბა
ალაჩათი თურქეთში, იზმირთან ახლოს მდებარეობს. სანაპირო ზოლი ეგეოსის ზღვაზე აქვს.

თურქეთის ეს დასახლება, კურორტ ჩეშმეს მიმდებარედ პატარა სოფლიდან ტურიზმისა და დასვენების ელიტარულ ადგილად აქციეს. ის ყველას იზიდავს ტრადიციული დამახასიათებელი ატმოსფეროთი: ქვისგან ნაგები სახლები , ვიწრო ქუჩებში განთავსებული თევზის რესტორნები თავისი უგემრიელესი „მეზეებით“, და ყვავილებით მორთული აივნები, ისტორიული ქარის წისქვილები – 360 დღე აქ ქარი ჰქრის – სორფინგის კლუბები, წმ. კონსტანტინეს სახელობის ეკლესია ( გადაკეთებულია მეჩეთად ), ცნობილი ბაზრობა- ყველა ცნობილი ბრენდის ტანსაცმლებითა და ამ რეგიონის ხილ-ბოსტნეულით…
ეს ადგილი გაგაოცებთ სიქათქათითა და ყვავილების სიუხვით. მას შეიძლება მეორე სანტორინიც ვუწოდოთ. ღირს ნახვად, თუნდაც შაბათ-კვირასაც რომ გაისეირნოთ, ისიამოვნებთ
P.S. იზმირიდან 70 კმ-შია…
ალაჩათი ძველი სახელი ალეგრია, ერთ-ერთი იონური ქალაქი ყოფილა, რომელიც ჰეროდოტესაც აქვს ნახსენები. აქ მცხოვრებმა ბერძნებმა ვაზისა და ზეთისხილის ბაღების კულტურა განავითარეს, დღესაც თურქეთში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო აქაური ( ალაჩათი, ურლა ) ვაზისაგან მზადდება

































