Kakha Kvashilava
14 ივლისს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ნოდარ დუმბაძე დაიბადნენ.
ქაქუცა 136 წლის, ნოდარი კი 96 წლის გახდებოდა
სამშობლო იყო ხმლით და კალმით სამშობლოს ჯარისკაცების საფიცარი:
„– გახსოვს, თამარ, ალავერდობა? მეუბნებოდა ის (ქაქუცა ჩოლოყაშვილი – კ.კ.) პარიზში, ჩვენი სევდიანი ნადიმების დროს, დაბალი მთრთოლვარე ხმით.
– გახსოვს, თამარ, 26 მაისი, ის პირველი 26 მაისი?
– გახსოვს, თამარ, შუამთის დღესასწაული?
– გახსოვს, თამარ, ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
– ხომ გახსოვს, ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავებია. რამდენჯერ მითვლია
ისინი ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ მერეოდა.
– გახსოვს, თამარ, ჩვენი საქართველო?.. კრულიც იყოს აქ სიცოცხლე! იქ სიკვდილი განა ბედნიერება არ არის, თამარ!“ ( https://www.academia.edu/90585817/Kaikhosro_Kakutsa_Cholokashvili_1888_1930_ )
„– კი მაგრამ ეგ რაღაა? – ვკითხე. მკერდზე ხალათი გადავუწიე და ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე ხმამაღლა.
– ეს ამოსვირინგებული სიტყვაა, ჯემალო. სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით… – თქვა იანგულიმ და ხელი მკერდზე დაიდო. მე ყელში გაჩხერილი მუშტისოდენა ბურთი გადავყლაპე და ვიდრე რამეს ვუპასუხებდი, იანგულიმ ვირს ხელი მოჰკიდა, აღვირი მოქაჩა და ეზოდან გავიდა“ (ნოდარ დუმბაძე).




































