ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა დღეს.
ჩემი მოკრძალებული ლექსით მოვიხსენიებ ,,მთის არწივს”.
ვაჟაო,მთისა არწივო!-
,,უნდა გიმღერო მთურადა”,
სალის კლდე, დღესაც კრძალვითა
მოგიხსენიებს ,,ძმურადა”.
ბუჩქებს, იები ყვავიან,
მოსულან,თანაც მრავლადა,
ისევ, ცის ჭექაქუხილში
ქარს, ფოთოლ მიაქვს,მძევლადა.
ჯიხვი ქარაფებს მოსცილდა
ხომ არ მოუნდა ველადა?!
არაგვი კვლავ მოიჩქარის
მტკვრის ტალღის საპოვნელადა.
ვაჟაო!-მთისა არწივო,
ფიქრობენ მთები განაო?!
სოფელი დაცარიელდა,
დარჩა ღვთის ანაბარაო.
ისევე მტრობენ, გესლავენ
ერთურთს, გარეთ თუ სტუმრადა…
ერთხელ თუ გადაგიხედავს
სოფლისთვის მედიდურადა?!
არა შეცვლილა, შენს მერე
ქილიკი, ვაი… არადა
როგორ გინდოდა გენახა
სიკეთე, მთად და ბარადა.
ვაჟაო!-მთისა არწივო…
…
Nasti Nasti





































