უკანასკნელ პერიოდში, თურქეთის აფხაზური დიასპორის და მისი მხარდამჭერი
პოლიტიკური ძალების მხრიდან გააქტიურდა აფხაზეთის მოქალაქეების
„პასპორტების“ თურქეთში ცნობის საკითხი და ისინი ასევე მოითხოვენ
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან პირდაპირი საჰაერო/საზღვაო
სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას. არგუმენტად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ
თითქოსდა აფხაზეთის მკვიდრებს არ ეძლევათ თურქეთში
განათლების/ჯანდაცვის მომსახურების, ასევე ნათესავების მონახულების
მიზნით ჩასვლის შესაძლებლობა და ხსენებული წარმოჩნდება მათი
ფუნდამენტური უფლებების დარღვევად. არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას,
რომ ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე ეტაპად
განხორციელდა ქართველების ეთნიკური ნიშნით წმენდა და
თვითგამოცახადებული ხსენებულ დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობას
ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს ისე საერთაშორისო კანონმდებლობას,
რომლის მიხედვითაც, საქართველოს განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი და ე.წ.
სამხრეთ ოსეთი / ცხინვალის რეგიონი და ამ მიმართულებით ნებისმიერი ქვეყნის
მიერ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მხოლოდ თბილისთან შეთანხმებით.
აფხაზური დიასპორის და მისი მხარდამჭერი თურქული პოლიტიკური ძალების
მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო და არალეგიტიმური. ის ძირს უთხრის
თურქეთ-საქართველოს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და თავისი არსით
პროვოკაციული და დამაზიანებელია ორივე ჩვენი მეგობარი ქვეყნის
ინტერესებისათვის.
აფხაზური დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი და მისი მხარდამჭერი
პოლიტიკური ძალა ეწევა სახიფათო თამაშს რეგიონში დესტაბილიზაციის კიდევ
უფრო გასამწვავებლად. იმ დროს, როდესაც შავი ზღვის რეგიონში ისედაც
უკიდურესად დაძაბული ვითარებაა უკრაინის ომის ფონზე და საქართველოს
ხელისუფლება ყველა ძალებით ცდილობს შეინარჩუნოს მშვიდობა და
სტაბილურობა, ასეთი დაუფიქრებელი და პროვოკაციული ქმედება, რასაც
ადგილი ჰქონდა აგვისტოს დასაწყისში თურქეთის პარლამენტში წარმოდგენილი
რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წევრებისა და აფხაზური დიასპორის მხრიდან,
უკვე იწვევს უკიდურეს გაოცებას, გაღიზიანებასა და შეშფოთებას
საქართველოში. ჩემი ქართველი ნაცნობები უკვე ღიად მეკითხებიან “ეს არის
ჩვენი მეგობარი თურქეთი? ასე ესმით თურქეთში მეგობრობა?”. არა, ეს არ არის
თურქი ხალხისა და მისი ხელისუფლების პოზიცია, მაგრამ პროვოკაციის
ავტორების მიზანი კი ნათელია, მათ სურთ ჩვენი ხალხები ერთმანეთს
დააპირისპირონ!
ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე რამდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომლის
გადამოწმება ყველას შეუძლია საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლების
რესურსებზე. ვფიქრობ ეს ჩააფიქრებს იმათ, ვინც საქართველოს ბრალს სდებს
აფხაზი ხალხის განათლების, ჯანდაცვის თუ მოგზაურობის უფლებების
შეზღუდვაში.
აფხაზეთის და ცხინვალის მცხოვრებლებს არა აქვთ არავითარი პრობლემა
საქართველოს კანონების მიხედვით გადაკვეთონ საზღვარი და იმოგზაურონ
უცხოეთში. ამისათვის არის ორი გზა: 1. მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან ისინი საქართველოს კონსტიტუციით არიან საქართველოს მოქალაქეები
ან 2. თუ პირადი მიზეზებით, ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეჟიმის
შიშის გამო ვერ იღებენ საქართველოს პასპორტს და მოქალაქეობას, მიიღონ
პირადობის ნეიტრალური მოწმობა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
შესაბამისად, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია იმაზე აპელირება, რომ
აფხაზეთის მოსახლეობას არ ეძლევა ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა, რადგან საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში არის შექმნილი მექანიზმები აფხაზეთის და ცხინვალის მოსახლეობის ჰუმანიტარული უფლებების დაცვის მექანიზმები,
რომლებითაც უკვე სარგებლობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთში და
ე.წ. სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები.
ფეჰმი უზალ უსტიაშვილი | სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის აცოციას დივანი და www.gurcuhaber.com ის დირექტორი


























