ყველაფერი დასრულდეს
ერთი ფეის-მეგობრის სტატუსმა შთამაგონა და ეს ლექსი აქვე დავწერე. ჩემს გულგრილ “მეგობრებსაც” მაგონებს ის სტატუსი. ნანა ნანო შაინიძე
ყველაფერი დასრულდეს
ბევრჯერ დაგიმტკიცებენ,
მეგობრობის აბსურდებს,
ეჰ, გული არ მიცემდეს,
ნეტა თქვენთან არ მსურდეს.
ნეტა თქვენთან არ მწადდეს,
დაჭრილ გულის გაყოფა,
განვერიდო საწადელს,
შევძლო თქვენთან არყოფნა.
ისევე, ვით შეძელით,
ჩვენი დრონი გასრულდეს,
როცა სევდას ვეძლევი,
ნეტა, თქვენთან არ მსურდეს.
ნეტა, ერთ დროს ტიალმა,
მოვიკრიბო გონება,
შევძლო სრულად, მთლიანად,
ჩემთან დამეგობრება.
რადგან , კვლავაც არ მინდა,
იმედივით გავცრუვდე,
სჯობს, რომ ამ სიყალბიდან,
ყველაფერი დასრულდეს.
სჯობს, რომ ზღვა სიყალბიდან,
ჩემი ნავი გაცურდეს!
ნათია ჯიმშელეიშვილი





























