ქართული ლიტერატურა აფხაზურ ენაზე
აფხაზურ ენაზე ქართული მწერლობის მრავალი მშვენებაა თარგმნილი “შუშანიკის წამებიდან” და “ვეფხისტყაოსნიდან” დაწყებული, მე-20 საუკუნის მწერალთა დიდი ნაწილის თხზულებებით დამთავრებული.
აკაკის “გამზრდელი” და ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბა” აფხაზური სკოლის პროგრამაშიც კი იყო შეტანილი 1993 წლამდე. აფხაზურ სოფლებში შევხვედრივარ ხანდაზმულ აფხაზებს, რომლებსაც მოსწავლეობის დროიდან ახსოვდათ აკაკისა და რუსთაველის პოემის ცალკეული სტროფები და სიამოვნებით წარმოთქვამდნენ ზეპირად…
ამ წიგნში გაეცნობით აკაკი წერეთლის პოემა “გამზრდელისა” და ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბას” აფხაზურ ენაზე თარგმნილ ტექსტებსაც და მრავალ საინტერესო ცნობასაც იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ გადათარგმნა ისინი აფხაზურად, როგორაა ასახული მათში საბჭოური იდეოლოგიური მანქანის აშკარა ზეგავლენა… მაგალითად, “ჰაკი აძბაში” პოლიტიკური მიზეზის გამო შეცვლილია ერთი პერსონაჟის გვარი, ამოშლილია მინიშნებაც კი რუსი ბოცმანის ორად გაპობილ პირსახეზე, უხეშადაა შეცვლილი ცალკეული ადგილები…
***
“ჰაკი აძბას” აფხაზურ ტექსტში ყველგან, სადაც კი თარგმანი სცდება ქართული დედნის ტექსტს, სქოლიოშია ჩატანილი კომენტარები იმის შესახებ, თუ რა შეცვალეს და როგორ.
წიგნს ერთვის პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილის გამოკვლევა “ჰაკი აძბას” შესახებ; 1918 წლის თებერვალში სოხუმის ქალაქისთავის ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის დაწერილი ოფიციალური შეტყობინება სოხუმში აფხაზი ოფიცრისგან ბოლშევიკი მეზღვაურის მოკვლისა და ამ ნიადაგზე რუსი, აფხაზი და ქართველი ბოლშევიკების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობის შესახებ. აქვეა აგრეთვე ჩემი გამოკვლევა “თარგმანში ჩაკარგული და თარგმანით შეძენილი”.
წიგნი გამოსაცემად მოვამზადეთ ფილოლოგიის დოქტორმა სოფიკო ჭაავამ და მე. გამოცემა დაფინანსდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის სამუშაო გეგმის შესაბამისად 2019 წელს.
*
წიგნის ელექტრონული ვერსიის გაცნობა და ტექსტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ ბმულის გამოყენებით:
https://abkhazology.wordpress.com/…/%e1%83%a5%e1%83%90…/
—-Teimuraz Gvantseladze, აფხაზოლოგია Abkhazology ve Sofiko სოფიკო ჭაავა Tchaava






























