მთაწმინდა ვეღარ იტევს და დიდუბეს ხალხი არ უნდა…
სულზე მოგვისწრო მახათამ – ლექსად მახათის მყრელებს;
რა გაუმართლა – ვინც მოკვდა,ან თავი მოიმკვდარუნა,
მადლობა – დანტესს,მარტინოვს,ანუ – პოეტის მკვლელებს.
ჩვენ,რა თქმა უნდა,გემხრობით – მაშინაც,თუ არ გემხრობით;
მაგრამ ამდენი კორიფე მერე სად უნდა მიწვეს?!
ყიდეთ ქართული მიწები – სანტიმეტრობით,ჰექტრობით,
ოღონდაც ხელი არ ახლოთ საპანთეონე მიწებს.
ხომ პატარა ხარ,სამშობლოვ,დღითიდღე პატარავდები –
დიდი კაცების წყალობით – იმ ,,არათი’’ და იმ ,,კით’’
და ასე,ყოველ სეზონზე,არვინ არაფრის თავდები,
პოლიტიკურად სნეულნი საკუთარ სიკვდილს ვიმკით!..
ვახტანგ ღლონტი(ციკლიდან ,,წამოკრულები”)
29.08.2023.
























