ჩ(ჭ)ირი
ჩირი ჭამე!- მეთქი,
-მოგაძახე,
ჭ ასოს ამოთქმას მოვერიდე შეგნებით…
წყევლა არ გამივლია გულში ,
ბოღმა არ მინთხევია ჩუმად,
უბრალოდ,
შენზე დავფიქრდი და
უბრალოდ გამახსენდი გუშინ.
უშინაარსოა ჩვენი შინაარსი,
იმდენად უშინო რომ,
გარეარსს მახსენებს,
გიცქერ და ასე ლამაზს,
გიცქერ და სათვალჩინოს,
როგორ შეგიკურთხო გამჩენი?
არადა შინაარსთან, ეგ შენი გარეარსი,
ისეა, ვით სურუნჯი კამპეტში ჯემიან,
არ მჯერა,
არ კი არა ,
უბრალოდ ვერ ვიჯერებ,
რომ შენი სააქაო ღმერთს შენაჯერია…
ან ვინ დაითანხმა,
ან ვინ დაიყოლა,
ის , ვინაც ზენაარს განაგებს ქვენარში…
მე ახლა უბრალოდ, ვიქავებ ენას და
შენ თუ ბრალიანი გგონია რევანში
მაშ, მარშით აქედან!
მაშ, მარშით!
რევანში,
არასდროს მჭირდება ჭია და ღუებთან,
სიმაღლეს შენსას ვერ ჩამოვუღრმავდები,
ვერ შევეგუები მოცდენას ღრუებთან.
მზია სალვარიძე






























