ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში
🟣 „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ დაარსებით
ორგანიზებული, მიზანმიმართული ხასიათი მიეცა იმ უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის შესწავლას, რომელიც პოეტმა დაგვიტოვა.
🟣🔹„ცენტრის“ ინტენსიური მუშაობის ოცი წლისთავზე გალაკტიონოლოგია უკვე ქართველოლოგიის აღიარებული აკადემიური დარგია.
📗„გალაკტიონის კვლევის ცენტრმა“ გამოსცა სამეცნიერო-ლიტერატურული კრებულის – „გალაკტიონოლოგიის“ ცხრა სოლიდური ტომი
და რეალობად იქცა გალაკტიონის სანუკვარი ოცნება.
📘 დაისტამბა საიუბილეო კრებული „გალაკტიონი – 125“.
📚წელს დასრულდა გალაკტიონოლოგიის დოკუმენტირებული ისტორიის სამტომეულის – ქრესტომათიის ბეჭდვა სათაურით „რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“.
📚🔸უმთავრეს მიღწევად მაინც გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა აკადემიური თხუთმეტტომეულის პირველი ხუთი ტომის გამოცემა მიმაჩნია, რომელიც საბჭოური იდეოლოგიური სტერეოტიპებისაგან თავისუფალ, ახალ კონცეპტუალურ საფუძველზე შეიქმნა. https://textualscholarship.blogspot.com/2023/12/blog-post.html?view=flipcard
⬇️
ვსაუბრობთ გალაკტიონსა და გალაკტიონოლოგიაზე 😇https://textualscholarship.blogspot.com/2023/12/blog-post.html?view=flipcard





























