გილოცავთ ახალ წელს – კალანდობას!
გვიახლოვდება 14 იანვარი – ძველი და საეკლესიო კალენდრებით 1 იანვარი – ახალი წელი – კალანდობა – წმინდა ბასილობა…
ღმერთო დამილოცე, ვისაც გული ქართული სიტყვაკაზმული ენის, ჩვენი ქართული მიწაწყალმამულის, ქრისტეს სარწმუნოებისა და მისი ბურჯი დედა ეკლესიის, მოყვასის გარდარეული სიყვარულითა და ვახტანგ-დავით-თამარ-ხანძთელ-რუსთველისეული ერთგულებით უძგერს! ხოლო გვაშორე მაკვილაკნი, მზაკვარნი, ავსულნი და მუხთალნი! ამინ!
ხუთშაბათს, 13 იანვარს, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიაში 21.30-ზე დავიწყებთ ღამისთევის მსახურებას და ტაძარში წირვა-ლოცვითა და პურ-ღვინო-ზეთ-ხორბლის კურთხევით შევხვდებით ახალ 2022 წელს!
ღმერთმა დაგვლოცოს და გვიხსნას სარეველასავათ მომრავლებული ყოველი ბოროტისა და მზაკვარისაგან!
სიყვარული და სიკეთე დაგვბედებოდეს!
სიხარულს აევსოს ჩვენი ყოველდღიურობა!
ვიხარებდეთ ქრისტეში!
ამინ!



































