Harun Çimke çevrisi “Çağdaş Gürcü Yazarları Antolojisi (Öyküler)” okurları ile buluştu!
ჰარუნ ჩიმქე:
Çok değerli dostlar ve arkadaşlar,
Gürcistan Yazarlar Evi’nin desteğiyle çevrilen “Çağdaş Gürcü Yazarları Antolojisi (Öyküler)” eseri, Mevsimler Kitap Yayınevi tarafından bugün itibariyle okuyucuların beğenisine sunulmuştur. Çevirirken büyük haz duyduğum birbirinden iyi ve mükemmel 12 seçme öyküyü okurken siz değerli okuyucularımızın da büyük zevk duyacağı ümidi içerisindeyim.
Çeviri öyküler hakkında düşüncelerimi paylaştığım “Çevirmenden Notlar” yazımı sizlerle paylaşmak istiyorum.
Not: Bu çeviriyi, değerli dostum Malhaz TSİREKİDZE’YE; çok sevdiğim arkadaşlarım İa SUSAREİŞVİLİ ve Luiza MAKARİDZE’YE itlaf ediyorum…
მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო,
დღეს გამოვიდა ჩემი ახალი თარგმანი „თანამედროვე ქართველ მწერალთა ანთოლოგია (მოთხრობები)“ , რომელიც საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერითაა თარგმნილი და დაბეჭდილია გამომცემლობა „მევსიმლერ ქითაფის“ მიერ. თარგმნის პროცესში დიდი სიამოვნება მივიღე და მჯერა, რომ თქვენ, ძვირფასო მკითხველებო, ასევე დიდი სიამოვნებით წაიკითხავთ ამ უნიკალურ 12 მოთხრობას.
ასევე გთავაზობთ ჩემს მცირე სიტყვას, რომელში გადმოცემულია მოთხრობებისადმი ჩემი პირადი შეხედულებები.
პ.ს. ამ თარგმანს ვუძღვნი ძვირფას მეგობარს, მალხაზ ცირეკიძეს; ჩემს ძვირფას თანაკურსელებს ია სუსარევშვილსა და ლუიზა მაკარიძეს…
Çevirmenden Notlar…
Çağdaş Gürcü Yazarları Antolojisi (Öyküler) iki cilt olarak hazırlanan bir seçki niteliğindedir. Serinin ilk kitabı, çağdaş Gürcü edebiyatının önde gelen on iki yazarının eserlerinden seçilen birer öykünün bir araya getirilmesiyle oluşturulmuştur. Seçkide yer alan yazarların her biri, Gürcü edebiyatında kendine özgü üslubu ve edebî birikimiyle tanınan önemli isimler arasında yer almaktadır. Böylece bu çalışma aracılığıyla yalnızca on iki nitelikli öykü Türkçeye kazandırılmamış; aynı zamanda çağdaş Gürcü hikâyeciliğinin farklı anlatım biçimleri, temaları ve estetik dünyası da Türk okurlarının dikkatine sunulmaya çalışılmıştır.
Elinizdeki eserde yer alan öyküler, Gürcü toplumunun kimi zaman gözlerden uzak kalmış yaşam ayrıntılarını, bireysel anıları, toplumsal gözlemleri ve insan ilişkilerini güçlü betimlemeler eşliğinde okura ulaştırmaktadır. Her biri farklı bir dünyanın kapısını aralayan bu öyküler, yalnızca olay örgüleriyle değil, taşıdıkları kültürel ve insani değerlerle de dikkat çekmektedir.
Kitabın ilk öyküsü Zaza Tvaradze’nin Mogli adlı eseridir. Birinci tekil anlatıcının ağzından aktarılan öyküde okur, Mogli adlı başkişinin yaşamına yakından tanıklık eder. Mogli kendisini şu sözlerle tanımlar: “Adım Mogli. Bana böyle seslenirler. Gerçek adım bu benim; pasaportumda da aynen böyle yazar. Soyadımı ise birtakım nedenlerden ötürü açıklamıyorum. Sakladığımdan falan değil, canım istemiyor, o kadar. Merak eden buyursun kendi bulsun. Kısacası adım Mogli ve ben bu adla gurur duyuyorum. Üstelik haklı bir gurur bu; Kipling’in Orman Kitabı’nı okuyan herkes bana hak verecektir.”
Yazar, öykünün daha ilk satırlarından itibaren metinler arası ilişkiler kurarak Rudyard Kipling’in Orman Kitabına göndermede bulunur ve başkişisini bu eserin unutulmaz kahramanıyla özdeşleştirir. Öykü ilerledikçe Mogli; eğitimi, yolculukları ve yaşam boyunca edindiği deneyimleri anlatırken metinler arası göndermeler de anlatının ayrılmaz bir parçası hâline gelir. Rémy Chauvin’in Arıdan Gorile adlı eseri, The 7th Voyage of Sinbad filmi, Gılgamış Destanı ve Odisseus anlatıları öykü boyunca öne çıkan başlıca göndermeler arasında yer alır. Tvaradze, bu eserlerden hareketle Mogli’nin yaşam serüvenini zenginleştirirken olay örgüsünü de çok katmanlı bir yapıya kavuşturur. Böylece kahramanını sıradan bir anlatı kişisi olmaktan çıkararak farklı kültürel ve edebî çağrışımlarla beslenen özgün bir karaktere dönüştürür. Bu yaklaşım, öykünün sanatsal değerini artırdığı gibi okura da geniş bir düşünsel ve estetik ufuk sunmaktadır.
Kitabın dikkat çeken öykülerinden biri de Vasil Beselia’nın Leyla Öğretmen adlı eseridir. Yazar bu öyküde, küçük gibi görünen fakat insanlığa dair büyük dersler barındıran bir yaşam öyküsünü anlatmaktadır. Saygınlığı ve sevgisiyle öğrencilerinin hafızasında yer edinen Leyla Öğretmen’in emeklilik sonrasında yaşadığı yoksulluk ve hayat mücadelesi, okurun yüreğine dokunacak niteliktedir. Beselia, kahramanını Türkiye’de çocuk bakıcılığı yapan bir kadın olarak karşımıza çıkarır. Leyla, Çınar adlı çocuğu büyük bir sevgi ve özveriyle yetiştirirken dürüstlüğü, çalışkanlığı ve insanlığıyla yalnızca çevresindeki insanlara değil, Türk ve Gürcü toplumlarına da evrensel değerler üzerine anlamlı bir örnek sunar.
Gela Çkvanava’nın Korku Saati adlı öyküsü ise okuyucuyu başından sonuna kadar derin bir gerilim ve şaşkınlık içerisinde bırakmaktadır. Betimlemelerden çok diyalogların ön planda olduğu bu anlatıda, savaş ortamında bir apartmanın bodrum katında yaşanan trajik olaylar konu edilir. Öykünün başkişisi Baçia, rehin aldığı insanlarla önce son derece samimi ve güven verici bir dille konuşur, ardından ise onları acımasızca öldürür. Hikâyenin sonunda yalnızca küçük bir kız çocuğu hayatta kalır; ancak yazar, onu da öldürterek anlatıyı sarsıcı bir sonla tamamlar. Çkvanava, bu çarpıcı kurgu aracılığıyla savaşın insanlığı nasıl yok ettiğini gözler önüne sererken, masumiyetin ve umudun simgesi olan kız çocuğunun ölümü üzerinden geleceğe dair karamsar ve sembolik bir gönderme yapmaktadır.
Rezo Ceişvili’nin Rüzgârda Müzik / Eylül adlı öyküsünde Gegelidze’nin ölümünün ardından duyulan özlem ve derin acı etkileyici bir dille dile getirilmektedir. Tsira Kuraşvili’nin Mor / Erguvan Manolya adlı öyküsünde doğa tasvirleriyle iç içe işlenen anlatıda manolya çiçeğine yüklenen sembolik anlam ön plana çıkarılmaktadır. Cemal Topuridze’nin İflah Olmaz adlı eserinde ise Enver’in acılarla örülü yaşamı içten ve dokunaklı bir anlatımla dramatize edilmektedir.
Manana Dumbadze’nin Kaş’tan Gulripshi’ye Uzanan Seyahat adlı öyküsünde dostluk, hasret ve geçmişe duyulan özlem temaları işlenirken; İoseb İarğanaşvili’nin Bisikletli Denizkızı adlı fantastik öyküsünde okur, Gito’nun çocukluk yıllarına doğru büyülü bir yolculuğa çıkarılır. Hikâye, Gito ile Kiazo Amca arasında gelişen dostluk ekseninde ilerleyerek sıcak ve samimi bir atmosfer oluşturur.
İrakli Cavakhadze’nin Kolya adlı öyküsünde aynı adı taşıyan kahramanın yaşamı, dostlukları ve bir otelde son bulan trajik intiharı anlatılmaktadır. Rezo Tabukaşvili’nin Yabancı Köyde adlı öyküsünde Aleksi ve çevresindeki geniş karakter kadrosu aracılığıyla dostluk, sevgi ve aşk temaları işlenmektedir. Kote Candieri’nin Aile Kroniği adlı öyküsü ise kronolojik notlar biçiminde kurgulanmış özgün anlatım tekniğiyle dikkat çekmektedir. Bu anlatım biçimi, okuru doğrudan kahramanlardan ziyade bir ailenin samimi hatıraları ve yaşam izleriyle buluşturur. Kitabın son öyküsü olan Gigi Sulakauri’nin Ben ve Liza’m adlı eserinde ise başkişi ile kız kardeşi Liza’nın yaşamlarından alınmış duygu yüklü bir kesit anlatılmaktadır.
Bu antolojide bir araya getirilen on iki öykü, çağdaş Gürcü hikâyeciliğinin farklı anlatım anlayışlarını, estetik yaklaşımlarını ve insana dair zengin gözlemlerini yansıtan seçkin örneklerdir. Her biri farklı bir duyguya, farklı bir coğrafyaya ve farklı insan hikâyelerine açılan bu metinlerin, Türk okurlarına Gürcü edebiyatını daha yakından tanıma fırsatı sunacağına inanıyoruz.
Gürcü edebiyatından özenle seçilen bu on iki öykünün ilgiyle ve şevkle okunacağı kanaatindeyiz.
Keyifli okumalar…
Harun ÇİMKE
წინასიტყვაობა
„თანამედროვე ქართველ მწერალთა ანთოლოგია (მოთხრობები)“ ორტომეულად გამოცემული წარმომადგენლობითი კრებულია, რომლის პირველი ტომი თანამედროვე ქართული პროზის თორმეტი გამორჩეული ავტორის თითო თხრობით ნიმუშს აერთიანებს. წარმოდგენილი მწერლები ქართული ლიტერატურული სივრცის მნიშვნელოვანი ფიგურები არიან; თითოეული მათგანი საკუთარი მხატვრული სამყაროთი, ინდივიდუალური სტილითა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი გამოცდილებით იწონებს თავს.
წინამდებარე გამოცემის მიზანი მხოლოდ თორმეტი გამორჩეული მოთხრობის თურქი მკითხველისთვის გაცნობა არ გახლავთ. ამ წიგნის საშუალებით მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, უფრო ღრმად ჩასწვდეს თანამედროვე ქართული მოთხრობის სპეციფიკას, მის მრავალფეროვან მხატვრულ ფორმებს, თემატურ არეალსა და ესთეტიკურ თავისებურებებს.
კრებულში შესული ნაწარმოებები ქართული საზოგადოების ცხოვრების მრავალფეროვან სურათს წარმოგვიდგენს. ზოგიერთ მათგანში ყოველდღიური ყოფის დეტალები, პირადი მოგონებები და ადამიანის შინაგანი განცდებია წამოწეული წინ, ზოგიერთში კი — სოციალური გარემო, ადამიანთა ურთიერთობები, მეგობრობა, სიყვარული და ცხოვრებისეული წინააღმდეგობები. თითოეული მოთხრობა მკითხველს განსხვავებულ ადამიანურ გამოცდილებას აცნობს და თავისებურ სამყაროში ამოგზაურებს. მათი მხატვრული ღირებულება მხოლოდ საინტერესო სიუჟეტითა და თხრობის თავისებურებით არ განისაზღვრება — ეს ნაწარმოებები ქართული ყოფისა და კულტურის მნიშვნელოვან ნიშნებსა და თავისებურებებსაც ასახავს.
წიგნში პირველი ადგილი ზაზა თვარაძის მოთხრობას „მაუგლი“ უჭირავს. პირველივე გვერდებიდანვე მკითხველი მთავარი გმირის სამყაროში იძირება და მისი ცხოვრების გზას, ფიქრებსა და განცდებს უშუალოდ მიჰყვება. პირველ პირში მოთხრობილი ამბავი გმირის შინაგან სამყაროს განსაკუთრებული სიახლოვითა და უშუალობით გვიხსნის. თავად მაუგლი საკუთარ თავს ასე გვაცნობს: „მე მაუგლი მქვია. ასე მეძახიან. ეს ჩემი ნამდვილი სახელია და პასპორტშიც ასე წერია. გვარს კი რაღაც მიზეზების გამო არ ვამხელ. იმიტომ კი არა, რომ ვმალავ — უბრალოდ, არ მინდა და მორჩა. ვისაც აინტერესებს, თვითონ მოძებნოს. მოკლედ, მაუგლი მქვია და ამ სახელით ვამაყობ. თანაც სრულიად სამართლიანად — კიპლინგის „ჯუნგლების წიგნი“ ვისაც წაუკითხავს, ყველა დამეთანხმება.“
ნაწარმოების დასაწყისშივე ავტორი რუდიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნთან“ ამყარებს ინტერტექსტუალურ კავშირს და საკუთარ გმირს ცნობილ პერსონაჟთან აკავშირებს. თხრობის პარალელურად, მაუგლის განათლება, მოგზაურობა და ცხოვრებისეული გამოცდილება სხვადასხვა კულტურულ ტექსტთან დაკავშირებული მოგონებებისა და ასოციაციების ფონზე იშლება. მოთხრობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისეთ შთამბეჭდავ ნაწარმოებებსა და ფილმებს, როგორიცაა რემი შოვენის „ფუტკრიდან გორილამდე“, კლასიკური კინემატოგრაფიული შედევრი „სინდბადის მეშვიდე მოგზაურობა“, „გილგამეშის ეპოსი“ და ოდისევსის მრავალმხრივი თავგადასავალი.
ეს ლიტერატურული მინიშნებები მაუგლის ბიოგრაფიას დამატებით შრეებს მატებს და თხრობას მრავალშრიან, ღრმა ხასიათს სძენს. სხვადასხვა ტექსტის, პერსონაჟისა და კულტურული კოდის ოსტატური გადაკვეთით, თვარაძე ცალკეული ადამიანის ამბავს ყოფითი ჩარჩოებიდან გამოჰყავს და მდიდარი ასოციაციებით დატვირთულ, გამორჩეულ ლიტერატურულ სახედ აყალიბებს. შედეგად, ინტერტექსტუალური ბმები მოთხრობის მხატვრულ ქსოვილში ბუნებრივად ერთიანდება და ნაწარმოებს არა მხოლოდ სიუჟეტურ, არამედ ღრმა ინტელექტუალურ და ესთეტიკურ ფასეულობას ანიჭებს.
კრებულის ერთ-ერთი გამორჩეული მოთხრობაა ვასილ ბესელიას „ლეილა მასწავლებელი“. ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ადამიანური სითბოთი და შინაგანი დრამატიზმით აღსავსე ეს ამბავი ლეილა მასწავლებლის ცხოვრების გზას გვიხატავს. იგი ღირსებითა და მოსწავლეებისადმი გულწრფელი სიყვარულით იმ ადამიანად რჩება, რომლის სახელსაც წლები ვერ შლის მათი მეხსიერებიდან. თუმცა პენსიაზე გასვლის შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდება — სიღარიბე და მძიმე ყოველდღიურობა მის მომავალს თანდათან განსაზღვრავს.
ბესელია ლეილას თურქეთში მცხოვრებ ქალად წარმოგვიდგენს, რომელიც თავის სარჩენად ძიძად მუშაობს. პატარა ჩინარის აღზრდას იგი დიდი სიყვარულითა და თავდადებით ეკიდება და ბავშვის ცხოვრებაში მხოლოდ მზრუნველის კი არა, ღირსეული და მოსიყვარულე ადამიანის ადგილსაც იკავებს. ლეილას პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და ადამიანური ღირსება მისი პირადი ცხოვრების ფარგლებს სცდება და უნივერსალურ ფასეულობებად იქცევა. ავტორი ამ პერსონაჟის სახით გვიჩვენებს ადამიანს, რომელიც მძიმე ყოფის მიუხედავად საკუთარ ადამიანურ ღირსებას არ თმობს და სიკეთეს, სიყვარულსა და პასუხისმგებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ
ლეილას ისტორია თანაბრად გასაგები და ემოციურად ახლოა როგორც ქართველი, ისე თურქი მკითხველისთვის.
გელა ჩქვანავას „შიშის საათი“ კი თავიდან ბოლომდე დაძაბულობისა და მოლოდინის განცდას ქმნის. მოთხრობაში აღწერაზე მეტად დიალოგია წამოწეული და ომის მძიმე ვითარებაში, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებია გადმოცემული.
მთავარი პერსონაჟი ბაჩია მძევლად აყვანილ ადამიანებს თავდაპირველად მშვიდი, უშუალო და დამაჯერებელი ტონით ესაუბრება, თუმცა მალევე მათი დაუნდობელი მკვლელი ხდება. ბოლოს მხოლოდ პატარა გოგონა რჩება ცოცხალი, მაგრამ ავტორი მასაც არ ინდობს და მოთხრობას უკიდურესად მძიმე და შემაძრწუნებელი დასასრულით ასრულებს. ბავშვის სიკვდილი, რომელიც უდანაშაულობისა და სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოდ აღიქმება, ნაწარმოებს კიდევ უფრო ტრაგიკულ და სიმბოლურ განზომილებას სძენს. ამგვარად, ჩქვანავა ომის დამანგრეველ ძალას და იმ პროცესს წარმოაჩენს, რომლის შედეგადაც ძალადობა ადამიანის ბუნებასა და მორალურ სამყაროს ანადგურებს.
რეზო ჭეიშვილის „მუსიკა ქარში / სექტემბერი“ გეგელიძის გარდაცვალებით გამოწვეულ მონატრებასა და მწუხარებას გადმოგვცემს. მოთხრობაში დაკარგული ადამიანის ხსოვნა და მის მიმართ განცდილი ტკივილი განსაკუთრებული ემოციური ძალით იკვეთება.
ცირა ყურაშვილის „მეწამული მაგნოლია“ ბუნებისა და ადამიანის შინაგანი სამყაროს ურთიერთკავშირს წარმოაჩენს. ბუნების სურათები აქ მხოლოდ გარემოს აღწერას არ ემსახურება; მათში ადამიანის განცდები და მეხსიერებაც აირეკლება. ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ ქცეული მაგნოლიის ყვავილი სწორედ ამ ემოციურ და სიმბოლურ სივრცეს აერთიანებს.
ჯემალ თოფურიძის „გამოუსწორებელი“ ენვერის ტკივილითა და წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების ისტორიას გვიყვება. ავტორი მისი ბედის დრამატულობას უშუალო და გულწრფელი თხრობით წარმოაჩენს, რის გამოც პერსონაჟის განცდები მკითხველისთვის განსაკუთრებით გასაგები ხდება.
მანანა დუმბაძის „ახლოა ქაშიდან გულრიფშამდე?!“ მეგობრობის, მონატრებისა და წარსულის ხსოვნის თემებს აერთიანებს. მოგზაურობა აქ მხოლოდ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება არ არის; იგი წარსულთან დაბრუნებისა და დავიწყებული განცდების ხელახლა აღმოჩენის შესაძლებლობადაც გვევლინება.
იოსებ იარღანაშვილის ფანტასტიკური მოთხრობა „ქალთევზა ველოსიპედზე“ მკითხველს გიტოს ბავშვობის სამყაროში ამოგზაურებს. ნაწარმოების ცენტრში გიტოსა და კიაზო ბიძიას შორის ჩამოყალიბებული მეგობრობა დგას. ბავშვობის მოგონებები, წარმოსახვა და ფანტასტიკური ელემენტები ერთმანეთში ისე ბუნებრივად გადადის, რომ მოთხრობა თბილ, უშუალო და განსაკუთრებულად ადამიანურ განწყობას ქმნის.
ირაკლი ჯავახაძის „კოლია“ ამავე სახელის მქონე პერსონაჟის ცხოვრებას, მის მეგობრებსა და ურთიერთობებს გვაცნობს. ნაწარმოების დასასრულს კოლიას ცხოვრება სასტუმროში მომხდარი ტრაგიკული თვითმკვლელობით წყდება, რაც მოთხრობის ემოციურ განწყობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
რეზო თაბუკაშვილის „უცხო სოფელში“ მრავალრიცხოვანი პერსონაჟების ურთიერთობათა ფონზე მეგობრობის, სიყვარულისა და ადამიანური სიახლოვის თემებია წარმოჩენილი. ალექსისა და მის გარშემო შექმნილი ადამიანური გარემოს საშუალებით ავტორი სოფლის ცხოვრებასა და ადამიანთა ურთიერთობებს მრავალმხრივ გვიჩვენებს.
კოტე ჯანდიერის „საოჯახო ქრონიკა“ თხრობის ფორმითაც გამორჩეული ნაწარმოებია. იგი ქრონოლოგიური ჩანაწერების სახით არის აგებული და ერთი ოჯახის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს, მოგონებასა და ადამიანურ კვალს ერთმანეთთან აკავშირებს. ამგვარი თხრობითი ფორმა მკითხველს საშუალებას აძლევს, ოჯახის ისტორია არა ერთი კონკრეტული პერსონაჟის, არამედ მრავალი ხსოვნისა და ცხოვრებისეული ფრაგმენტის საშუალებით აღიქვას.
კრებულის ბოლო მოთხრობაა გიგი სულაკაურის „მე და ჩემი ლიზა“. ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟისა და მისი დის, ლიზას, ცხოვრებიდან აღებული ემოციური ეპიზოდია მოთხრობილი. ძმასა და დას შორის არსებული ურთიერთობა, მოგონებები და განცდები მოთხრობას განსაკუთრებულ სითბოსა და ემოციურ სიღრმეს სძენს.
წინამდებარე ანთოლოგიაში თავმოყრილი თორმეტი მოთხრობა თანამედროვე ქართული პროზის მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. განსხვავებულია მათი თხრობის მანერა, მხატვრული ხედვა, თემატიკა და ემოციური ტონალობა, თუმცა თითოეული მათგანი ადამიანის ცხოვრებისა და შინაგანი სამყაროს მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს. ზოგი მოთხრობა ყოველდღიურ ყოფაში დაფარულ ტრაგედიას გვიჩვენებს, ზოგი — სიყვარულსა და მეგობრობას, ზოგი კი მეხსიერებას, დანაკარგსა და წარსულთან ადამიანის კავშირს.
ვიმედოვნებთ, რომ ეს მოთხრობები თურქ მკითხველს თანამედროვე ქართული ლიტერატურის უკეთ გაცნობაში დაეხმარება და მას ქართული კულტურის, ადამიანური ურთიერთობებისა და ქართული მწერლობის მრავალფეროვანი მხატვრული სამყაროს უფრო ახლოს დანახვის შესაძლებლობას მისცემს.
გვჯერა, რომ ქართული ლიტერატურიდან საგულდაგულოდ შერჩეულ ამ თორმეტ მოთხრობას მკითხველი ინტერესით, სიამოვნებითა და სიყვარულით გაეცნობა.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!
ჰარუნ ჩიმქე






























