მ ა ტ რ ი ც ულ ი თ ე ო რ ი ა
(გაგრძელება)
. . . ეთიკის, ფილოსოფიისა და მეცნიერების ურთიერთგაუცხოებამ შედეგად მოგვცა გამოფიტული საზოგადოება, ადამიანი _ უმაღლესი სინათლის, ინტელექტის გარეშე,
შესაბამისად, მივიღეთ არაგანვითარებადი სოციუმის ენერგიის, ნებისყოფის გარეშე, დაეჭვებული საკუთარ შესაძლებლობებში, ადამიანის თავისუფლებაში . . .
ცხოვრების აზრი
დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს წინაშე მთელი სიმწვავით ისმის კითხვა: რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს, თუ მე ისეთი უსუსური ვარ, ისე ვარ მოქცეული ბოროტების მარწუხებში, რომ არაფრის შეცვლა არ შემიძლია?
ან იქნებ ასეთ ცხოვრებას საერთოდ არა აქვს აზრი?
ნუთუ ცხოვრება მარტო ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესია, ანუ დაბადება, მომწიფება, სიკვდილი.
მაშ, დავიბადეთ არაფრისათვის?
ნუთუ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ჩვენი ბავშვობის დროინდელი განწყობა, რომ წინ რაღაც “დიადი” გველოდა, რომ რაღაც ისეთს გავაკეთებდით, რაც ყველასათვის სიკეთის მომტანი იქნებოდა?
ჰქონდა თუ არა აზრობრივი საფუძველი ჩვენს თანდაყოლილ მომავლის იმედს და თუ ჰქონდა, როგორი?
თუ ეს მხოლოდ ბრმა ვნების, ცხოველური ინსტინქტის გამომჟღავნება იყო, მაშ, ვინ ჩადო ჩემში სიკეთისათვის თავგანწირვის, მშვენიერებით აღფრთოვანებისა და სიცოცხლის წყურვილი, მაშ, რატომ მიყვარდა?
თუ ეს მხოლოდ სანთლის ალისკენ ფარვანასავით უაზრო სწრაფვა იყო, რატომ მაწვალებს ეს მარადიული კითხვა _ რაა ცხოვრების აზრი?
ნუთუ მხოლოდ გზის პირას ან გზის ბოლოს ჩასაფრებული სიკვდილი გვაიძულებს ამ კითხვაზე ვიფიქროთ, ან იქნებ განვლილმა, დაუბრუნებელმა წლებმა დაგვაფიქრა?!
ეს მეცნიერულ თეორიულ საკითხს რაღაც არა ჰგავს, რადგან ამ კითხვას გვერდზე ვერასდროს გადადებ. მართლაც, არა ჰგავს ეს მხოლოდ გონების გავარჯიშების ამოცანას, რადგან, როგორც ჩანს, ეს კითხვა უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე _ რა ვჭამო მშიერმა?
იქნებ ამ კითხვას თვითონ სიცოცხლე გვისვამს. ვაი, თუ თვითონ სიცოცხლე ეძებს ჩვენში პასუხს? . . . .
(გაგრძელება იქნება)




























