დღეს ჩემი სტუმარია რიგით მესამე ეთნიკური ქართველი (Çoruh Volley Borçkali_,) ასოციაციის თავმჯდომარე, ქალბატონი ჰასიბე ოზქანი.
დაპირებისამებრ , დღეს კიდევ ერთ ეთნიკურ ქართველ უნიჭიერეს, უსაყვარლეს, ქალბატონ ჰასიბეზე მინდა გიამბოთ, მას ძალიან უყვარს თავისი მშობლიური ქვეყანა საქართველო, საუბრობს კიდეც ქართულად, საუბრისას მითხრა, რომ მან ქართული მშობლებისგან ისწავლა. ასევე მისი შვილები ძალიან კარგად საუბრობენ თურმე ქართულად , მე კი მართლა გული ამიჩუყდა ეს ყველაფერი ხომ მისი დამსახურებაა … ყველანაირად ცდილობს თავის შვილებს შეაყვაროს ქართული კულტურა, ტრადიციები ,მიაღწია კიდეც აფერუმ მის ქართველ დედობას ….
ჰასიბე ოზქანი ( Hasibe Özkan )
დაიბადე 1960 წლის 28 იანვარს მაჭახელში, ართვინ ბორჩქას რაიონში. მისი მშობლიური ენა ქართულია. ქართული კულტურით გაიზარდა და ქართული კულტურით ცხოვრობს. 1974 წლიდან გადმოვიდა საცხოვრებლად სტამბოლში. მისი პროფესია მოდის დიზაინია. მრავალი წლის განმავლობაში მმართავდა მოდის სახლს, აკეთებდა ტექსტილის ბიზნესს. ჰყავს ოჯახი და ორი შვილი. ჩემთან საუბრისას ამბობს, რომ. შეხვდა
არასამთავრობო ორგანიზაციებს „მაჭახელის” განათლების კულტურისა და სოლიდარობის ფონდს“, რომელიც 1995 წელს შეიქმნა. 7 წელი იმუშავა მაწახელის ფონდში მოხალისედ და 12 წელი მაჭახელის ფონდის საბჭოს წევრი გახლდათ. 2014 წელს დაარსებული სტამბოლის ართვინის ასოციაციების ფედერაციის გამგეობის წევრი და გენერალური მდივანი იყო 6 წლის განმავლობაში. ამავე პერიოდში გახლდათ ბუნების ასოციაციის გამგეობაშიც. ასევე ორი წლის ვადით ჩორუჰ ველის ბორჩალოს ასოციაციის გენერალურ მდივანად მუშაობდა. 2020 წლის 11 თებერვალს აირჩიეს ასოციაცია( Çoruh Valley Borckali-ს) გამგეობის თავმჯდომარედ.
გახლავთ ართვინლილერის სერვის ფონდის გამგეობის წევრი.
საქართველოს კულტურის ცენტრის ასოციაცია,
მაჭახელის ფონდის,
ბუნების ასოციაციას,
არის ასევე ართვინისა და გარემოსდაცვითი პროვინციების ასოციაციის წევრი.
2016 წელს გახლავთ“(Artvin Environment Platform)”-ის დამფუძნებელი წევრი, რომელიც შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ართვინიდან თურქეთის მასშტაბით.
2020 წელს აირჩიეს (Çoruh Valley Borcka-ს) ხალხის ასოციაციის პრეზიდენტად და აგრძელებს დღესაც.
ქართულ კულტურაზე წერს თავის რუბრიკაში “08 ართვინში“, რომელიც კვარტალურად გამოდის.
მის ასოციაციაში “დედა ენა” _ის კურსი 8 წელია არსებობს, ქართული ანბანით თავაზობს კურსებს ყველას 7-დან 70 წლამდე პროექტით „ქართული კითხვა, წერა, პრაქტიკული საუბარი“.
მადლობას უხდის ამისათვის პედაგოგებს მანანა მახარაძეს და ნატალია დვალს, რომლებიმაც ნებაყოფლობით დაუჭირეს მხარი კურსს არსებობისტვის, ამბობს საუბრისას ქალბატონი ჰასიბე,. კურსი გრძელდება დღესაც, მასწავლებელი გახლავთ,
ეშრეფ ილმაზ მახარაძე.
იგი ამბობს რომ მის ოჯახში სასაუბრო ენა ქართულია. ოჯახში ქართული ენა ყველამ კარგად იცის და ვსაუბრობთ ქართულადო. მისი ქალიშვილი ინგლისურის მასწავლებელია. მისი ვაჟი მუსიკოსია, დაინტერესებულია ქართული მუსიკით. ატარებს ფანდურის და აკორდეონის გაკვეთილებს.
კულტურისა და მშობლიური ენების შენარჩუნების იმედით…
პ.ს.
ცამდე აწვდილი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ჰასიბე და მინდა გითხრათ არაჩვეულებრივი რესპოდენტი იყავით!
მეამაყებით..
პატივისცემით:
ეკა ნადირაშვილი
·

























