Zaza Tsurtsumia
თურქული ანდაზაა: დაობლებული ჩვილი თვითონ იჭრის ჭიპლარსო.
შენც ობოლი ყოფილხარ ჩემო საქართველო, გიჭირს, წვალობ, ფეხზე დადგომას ცდილობ ამ გაგიჟებულ მსოფლიოში. თავზე დიდი ბიძია დეიდები დაგდგომიან, მარჯვნივ მდგომი მოკეთენი ჭკუას გარიგებენ, თავს და თითს აქნევენ, მარცხნივ ავისმსურველნი ხელებს იფშვნეტენ კმაყოფილებით და ქირქილებენ. შენი მშველელი და ფეხზე დამყენებელი კი არავინ ჩანს.
ისევ თვითონ უნდა გამაგრდე, დადგე ფეხზე და საკადრისი პასუხი გასცე მტერსაც, მოყვარესაც. შეგიძლია, მწამს !
და კიდევ ათასჯერ, ათასჯერ ათიათასჯერ
მამული – ენა- სარწმუნოება !