Tea Tetradze:
ორივე მხარე ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველო გვიყვარს და მისთვის ვიბრძვით, 4 ჯერ წავიკითხე ეს კანონი, როგორც ასეთი ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე ქმედება ვერ ვიპოვე, პირიქით ამ კანონით საქართველო დაცულია ყველა ავის მსურველისგან, იქნება ეს რუსეთი, ამერიკა, ევროპა, პაკისტანი, თუ შიდა მტერი, არ აქვს მნიშვნელობა, გამოდის, რომ ეს ქართული კანონია, მაშინ რაზე ვდაობთ, თუ ეს ქვეყანა გვიყვარს? იხვეწებოდნენ მოდით გვითხარით რომელი მუხლი ამოვიღოთ, რა შევასწოროთ, პასუხი არავინ არ გასცა, ამხელა ამბის ატეხვას, ქართველი ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებას და გახლეჩვას ცივილური ფორმით, მოგეწყოთ დებატები ტელევიზიით, ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელზეც ამბობთ, რომ არავინ გვიდგას უკანო, შეხვედროდით მთავრობის წარმომადგენლებს, დასაბუთებულად, არგუმენტებით დაგეფიქსირებინათ თქვენი აზრი და იქნებ მართლა მთელი საქართველო დამდგარიყო მაგ რუსთაველზე, ეს ცირკი, რომ მოაწყვეთ და მაიდანის გათამაშება მოინდომეთ თავის ნეფე პატარძლით, თქვენ ხალხი მართლა დებილი გგონიათ და თქვენი თავი ჭკვიანი? ჩვენ თაობას ეგ სცენარი გადაღეჭილი გვაქვს თავისი საზეპიროებით, თუ საჭირო გახდება მაგ გულანთებული ახალგაზრდების გულისთვის, რომლებსაც ასე ცუდად იყენებთ თავსაც გავწირავთ მშობლების თაობა, ჩვენ გადავეფარებით და თქვენ არ წაგაბილწიებთ ჩვენს შვილებს, გუშინ ვნახე ვიდეო ბავშვები ბურთს თამაშობდნენ, ცრემლები ვერ შევიკავე, რა საყვარლები არიან, მათთვის პირველია და უხარიათ, თან ამ ვირტუალურ სამყაროში პირველად მიეცათ საშვალება ერთად ყოფილიყვნენ, როგორც ჩვენს თაობას მოექეცით 9 აპრილიდან მოყოლებული ათასი სიბინძურისთვის, რომ გამოგვიყენეთ, ამ ბავშვებს არ გამოგაყენრბინებთ არააა, იმის მაგივრად ამ ბავშვებს ქვეყნის სიყვარული, სახელმწიფოს, საკუთარი რწმენის, უფროსებისადმი პატივისცემა ასწავლოთ, პოლიციისთვის შეფურთხებას, პროვოკაციების მოწყობას, მტვრევას, ნგრევას და ათას საზიზღრობას ასწავლით😥